მეცხრე დღეც გავიდა და ტრენინგიც დავასრულეთ.... ტრენინგი, რომელმაც ძალიან, ძალიან ბევრი რამ მასწავლა.... ისევე როგორც ტრენინგის სხვა დღეები, დღევანდელი დღეც დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა. დღეს შევაჯამეთ და თავი მოვუყარეთ წინა რვა დღის ტრენინგზე შესწავლილ და განხორციელებულ დავალებებსა თუ თემატიკას.... და წარვდექით ერთმანეთის წინაშე ჩვენი სასწავლო პროექტი პრეზენტაციით..... მოსმენილმა მოლოდინს გადააჭარბა. (ბედნიერი ვარ რომ ჩემმა პრეზენტაციამ ასეთი მოწონება დაიმსახურა); გავეცით უკუკავშირი და წარმატებები ვუსურვეთ ერთმანეთს.
ვიმუშავეთ მე-8 მოდულზე და კიდევ ერთხელ თვალი გადავავლეთ ჩვენი პროექტის მასალებს, შევამოწმეთ ყველა საქაღალდე .... ავტვირთეთ ჯერ დრაივზე, შემდეგ კი ავსახეთ ჩვენს ბლოგზე.... ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა....
რაც შეეხება მთლიანად ტრენინგს, ამ ტრენინგმა სულ სხვა კუთხით დამანახა სასწავლო პროექტის მნიშვნელობა და მისი განხორციელების აუცილებლობა სწავლა-სწავლების პროცესში: პირველ რიგში იგი ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას მოსწავლეებში, სასწავლო პროცესს ხდის უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს და ამასთან ერთად ხელს უწყობს ჩვენს პროფესიულ ზრდასა და განვითარებას... მგონი, არც ისე ცოტაა!!!!!!
და ბოლოს...
უდიდესი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს, ქალბატონ შორენას ყველაფრისთვის: სწავლებისთვის, თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის💕💕💕💕💕..... იმ უდიდესი შრომისთვის, რომელიც ამ ცხრა დღის მანძილზე გაწია👍👍👍....
წარმატებები ჩემს კოლეგებს👭👭👭....
მადლობა პროექტის ორგანიზატორებს...
სასწავლო პროექტები
вторник, 17 июля 2018 г.
понедельник, 16 июля 2018 г.
суббота, 14 июля 2018 г.
მერვე დღის რეფლექსია
ესეც მერვე დღე.... უჰ, უკვე რამდენი რამ ვისწავლეთ პროექტული სწავლების შესახებ.... ეს დღეც ნაყოფიერი აღმოჩნდა...
დღე ჩვეულებრივ დავიწყეთ წინა შეხვედრის გახსენებით.... გადავედით მეშვიდე მოდულზე ,,ფასილიტაცია ტექნოლოგიებით".. გავიარეთ ფასილიტაცია ტექნილოგიების გამოყენებით... ვიუვერში გავეცანით ფასილიტაციის მასალებს...კიდევ ერთხელ თვალი გადავავლეთ ჩვენს სასწავლო პროექტს და მოდიფიცირება გავუკეთეთ მას. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ციფრული რესურსების პორტალის გაცნობა; კიდევ ერთხელ ვიმუშავეთ ბლოგზე, უფრო ღრმად და შინაარსობრივად გავეცანით დრაივს...... ფონი შევუცვალე ჩემს ბლოგს და დავამატე გაჯეტები.... მგონი ცოტა გადავიღალე .... იმედია ტრენინგს წარმატებით დავასრულებთ....
დღე ჩვეულებრივ დავიწყეთ წინა შეხვედრის გახსენებით.... გადავედით მეშვიდე მოდულზე ,,ფასილიტაცია ტექნოლოგიებით".. გავიარეთ ფასილიტაცია ტექნილოგიების გამოყენებით... ვიუვერში გავეცანით ფასილიტაციის მასალებს...კიდევ ერთხელ თვალი გადავავლეთ ჩვენს სასწავლო პროექტს და მოდიფიცირება გავუკეთეთ მას. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ციფრული რესურსების პორტალის გაცნობა; კიდევ ერთხელ ვიმუშავეთ ბლოგზე, უფრო ღრმად და შინაარსობრივად გავეცანით დრაივს...... ფონი შევუცვალე ჩემს ბლოგს და დავამატე გაჯეტები.... მგონი ცოტა გადავიღალე .... იმედია ტრენინგს წარმატებით დავასრულებთ....
пятница, 13 июля 2018 г.
მეექვსე დღის რეფლექსია
მიუხედავად იმისა, რომ წინა ტრენინგს ვერ დავესწარი, დღევანდელი დღის სესია ისე საინტერესოდ წარიმართა, რომ ფაქტიურად გავიაზრე ის საკითხები, რომლებზეც ჩემმა კოლეგებმა იმუშავეს ჩემს გარეშე..... სამუშაო დღე დავიწყეთ წინა დღის განხილვით, კოლეგებმა გაიხსენეს ყველა ის საკითხი, რაც მათ განიხილეს და გააკეთეს წინა შეხვედრაზე. ამის შემდეგ დავწყვილდით წყვილებში და ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა პრეზენტაციები (სახლში ვიმუშავე და...). ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, განხილვა ასევე მოხდა ინდივიდუალურადაც და გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს (რაც საშუალებას მოგვცემს , რომ უფრო დავხვეწოთ ჩვენი ნამუშევრები). ამის შემდეგ ჩვენმა ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი დღის თემატიკა, ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე ,,მოსწავლეთა პროექტების შეფასება". გავიაზრეთ ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც დაგვეხმარება შეფასების რუბრიკების შექმნაში. გავეცანით და განვიხილეთ შეფასები რუბრიკების ნიმუშები, დავფიქრდით მათი ადაპტირების შესაძლებლობებზე ჩვენი სასწავლო პროექტისთვის. დავიწყეთ მუშაობა შეფასების რუბრიკის შექმნაზე, რომლითაც შევამოწმებთ ჩვენი მოსწავლეების შედეგებსა და პროგრესს. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. გავიაზრეთ ის კრიტერიუმები, რომლებსაც ამოვიყენებთ პროექტის საბოლოო შეფასების რუბრიკის შექმნისას. სამუშაო დღის ბოლოს გუგლი დრაივზე ავტვირთეთ მოსწავლის პრეზენტაცია, რომელიც იმის გამო რომ წინა ტრენინგი გამიცდა, სრულყოფილი არ არის😟😟😟....
ასე იცის გაცდენამ...
ასე იცის გაცდენამ...
четверг, 12 июля 2018 г.
მეშვიდე დღის რეფლექსია
მეშვიდე დღეც დავასრულეთ, ძალიან დატვირთული და საინტერესო სამუშაო დღე..... ტრადიციულად დღე დავიწყეთ წინა მეცადინეობის გახსენებით. ამის შემდეგ დავწყვილდით და ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და გავეცით უკუკავშირი. მუშაობა გავაგრძელეთ მე-6 მოდულზე. პასუხი გავეცით ამ მოდულის მთავარ კითხვას: როგორ შევუწყოთ მოსწავლეებს ხელი, რომ ისინი იქცნენ თვითრეგულირებად მოსწავლეებად და როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები. ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებული ოთხი დონის განხილვა-გააზრება. განვიხილეთ, თუ როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროცესი მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით. ... შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი. თვალი გადავავლეთ და ვიმუშავეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმაში.
понедельник, 9 июля 2018 г.
четверг, 5 июля 2018 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღეც დავასრულეთ... დღე სავსე სიახლეებითა და საინტერესო დავალებებით.... ჩეულებრივად დღე წინა შეხვედრის გახსენებით დავიწყეთ. გავაგრძელეთ მეორე მოდული და განვიხილეთ მე3, მე-4 და მე-5 აქტივობები. ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე. შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის შეფასების ხუთი მიზნის განხილვა, რომლებიც დამეხმარა შემევსო ჩემი პროეტის გეგმის ეს ნაწილი. გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი, გავშალეთ როდის და რას გამოვიყენებთ. გავიხსენეთ PowerPoint-ში მუშაობა და პრეზენტაციის შექმნა. დავგეგმეთ მომავალი სამუშაო დღე და ჩავინიშნეთ საშინაო დავალებები.
вторник, 3 июля 2018 г.
მესამე დღის რეფლექსია
კიდევ ერთი დატვირთული და ნაყოფიერი დღე.... მისალმებისა და მეორე სამუშაო დღის განხილვის შემდეგ დავიწყეთ მესამე სამუსაო დღე... განვიხილეთ მეორე მოდულის პირველი და მეორე აქტივობა. ვეწვიეთ ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალს, დავადგინეთ ჩვენი საპროექტო თემის სტანდარტები, შევუსაბამეთ მას და ჩავწერეთ პროექტის გეგმასი. ჩემთვის სიახლე იყო გამჭოლი კომპეტენციებიდან გაწერილი მიზნები, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ გაკვეთილისა თუ პროექტების დაგეგმვისას; საინტერესო იყო მიმართულების მიმცემი საკვანზო კითხვებზე მუშაობა. გავიაზრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, გავეცანით შესაბამის რესურსს და მათი დახმარებით შევძელით ამ კითხვების ჩამოყალიბება:
ზოგადი კითხვა:
რატომ ვიკვლევთ?
თემატური კითხვები:
რატომ
ვაგროვებთ მონაცემებს?
|
რატომ არის
მონაცემთა შეგროვება
მნიშვნელოვანი? რაში გვეხმარება მონაცემთა შეგროვება? დღევანდელმა დღემაც ბევრი რამ შემძინა პროექტული სწავლების კუთხით!!!!! |
Подписаться на:
Сообщения (Atom)