четверг, 12 июля 2018 г.
მეშვიდე დღის რეფლექსია
მეშვიდე დღეც დავასრულეთ, ძალიან დატვირთული და საინტერესო სამუშაო დღე..... ტრადიციულად დღე დავიწყეთ წინა მეცადინეობის გახსენებით. ამის შემდეგ დავწყვილდით და ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და გავეცით უკუკავშირი. მუშაობა გავაგრძელეთ მე-6 მოდულზე. პასუხი გავეცით ამ მოდულის მთავარ კითხვას: როგორ შევუწყოთ მოსწავლეებს ხელი, რომ ისინი იქცნენ თვითრეგულირებად მოსწავლეებად და როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები. ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებული ოთხი დონის განხილვა-გააზრება. განვიხილეთ, თუ როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროცესი მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით. ... შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი. თვალი გადავავლეთ და ვიმუშავეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმაში.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий