მიუხედავად იმისა, რომ წინა ტრენინგს ვერ დავესწარი, დღევანდელი დღის სესია ისე საინტერესოდ წარიმართა, რომ ფაქტიურად გავიაზრე ის საკითხები, რომლებზეც ჩემმა კოლეგებმა იმუშავეს ჩემს გარეშე..... სამუშაო დღე დავიწყეთ წინა დღის განხილვით, კოლეგებმა გაიხსენეს ყველა ის საკითხი, რაც მათ განიხილეს და გააკეთეს წინა შეხვედრაზე. ამის შემდეგ დავწყვილდით წყვილებში და ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა პრეზენტაციები (სახლში ვიმუშავე და...). ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, განხილვა ასევე მოხდა ინდივიდუალურადაც და გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს (რაც საშუალებას მოგვცემს , რომ უფრო დავხვეწოთ ჩვენი ნამუშევრები). ამის შემდეგ ჩვენმა ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი დღის თემატიკა, ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე ,,მოსწავლეთა პროექტების შეფასება". გავიაზრეთ ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც დაგვეხმარება შეფასების რუბრიკების შექმნაში. გავეცანით და განვიხილეთ შეფასები რუბრიკების ნიმუშები, დავფიქრდით მათი ადაპტირების შესაძლებლობებზე ჩვენი სასწავლო პროექტისთვის. დავიწყეთ მუშაობა შეფასების რუბრიკის შექმნაზე, რომლითაც შევამოწმებთ ჩვენი მოსწავლეების შედეგებსა და პროგრესს. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. გავიაზრეთ ის კრიტერიუმები, რომლებსაც ამოვიყენებთ პროექტის საბოლოო შეფასების რუბრიკის შექმნისას. სამუშაო დღის ბოლოს გუგლი დრაივზე ავტვირთეთ მოსწავლის პრეზენტაცია, რომელიც იმის გამო რომ წინა ტრენინგი გამიცდა, სრულყოფილი არ არის😟😟😟....
ასე იცის გაცდენამ...
მიუხედავად იმისა, რომ არ იყავი წინა ტრენინგზე, შენ მაინც შესანიშნავად გაართვი ტავი ყველა გამოწვევას.
ОтветитьУдалитьგისურვებ წარმატებებს!
დიდი მადლობა ნანუჩი..... მეც ჩემის მხრიდან გისურვებ უამრავ წარმატებას....
Удалить