მეცხრე დღეც გავიდა და ტრენინგიც დავასრულეთ.... ტრენინგი, რომელმაც ძალიან, ძალიან ბევრი რამ მასწავლა.... ისევე როგორც ტრენინგის სხვა დღეები, დღევანდელი დღეც დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა. დღეს შევაჯამეთ და თავი მოვუყარეთ წინა რვა დღის ტრენინგზე შესწავლილ და განხორციელებულ დავალებებსა თუ თემატიკას.... და წარვდექით ერთმანეთის წინაშე ჩვენი სასწავლო პროექტი პრეზენტაციით..... მოსმენილმა მოლოდინს გადააჭარბა. (ბედნიერი ვარ რომ ჩემმა პრეზენტაციამ ასეთი მოწონება დაიმსახურა); გავეცით უკუკავშირი და წარმატებები ვუსურვეთ ერთმანეთს.
ვიმუშავეთ მე-8 მოდულზე და კიდევ ერთხელ თვალი გადავავლეთ ჩვენი პროექტის მასალებს, შევამოწმეთ ყველა საქაღალდე .... ავტვირთეთ ჯერ დრაივზე, შემდეგ კი ავსახეთ ჩვენს ბლოგზე.... ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა....
რაც შეეხება მთლიანად ტრენინგს, ამ ტრენინგმა სულ სხვა კუთხით დამანახა სასწავლო პროექტის მნიშვნელობა და მისი განხორციელების აუცილებლობა სწავლა-სწავლების პროცესში: პირველ რიგში იგი ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას მოსწავლეებში, სასწავლო პროცესს ხდის უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს და ამასთან ერთად ხელს უწყობს ჩვენს პროფესიულ ზრდასა და განვითარებას... მგონი, არც ისე ცოტაა!!!!!!
და ბოლოს...
უდიდესი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს, ქალბატონ შორენას ყველაფრისთვის: სწავლებისთვის, თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის💕💕💕💕💕..... იმ უდიდესი შრომისთვის, რომელიც ამ ცხრა დღის მანძილზე გაწია👍👍👍....
წარმატებები ჩემს კოლეგებს👭👭👭....
მადლობა პროექტის ორგანიზატორებს...
გისურვებ წარმატებებს ნანუჩი!
ОтветитьУдалитьშენც ასევე ჩემო კარგო.... აბა შენ იცი რამდენ ტრენინგს განახორციელებ სამომავლოდ..... წარმატებებიიიი....
ОтветитьУдалитьჰო, მართლა, პროექტის პრეზენტაციაზე ჩვენი მიწვევა არ დაგავიწყდეს, ,,კრიტიკული მეგობარი" ხომ დაგჭირდება....
ОтветитьУдалить