четверг, 5 июля 2018 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღეც დავასრულეთ... დღე სავსე სიახლეებითა და საინტერესო დავალებებით.... ჩეულებრივად დღე წინა შეხვედრის გახსენებით დავიწყეთ. გავაგრძელეთ მეორე მოდული და განვიხილეთ მე3, მე-4 და მე-5 აქტივობები. ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე. შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის შეფასების ხუთი მიზნის განხილვა, რომლებიც დამეხმარა შემევსო ჩემი პროეტის გეგმის ეს ნაწილი. გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი, გავშალეთ როდის და რას გამოვიყენებთ. გავიხსენეთ PowerPoint-ში მუშაობა და პრეზენტაციის შექმნა. დავგეგმეთ მომავალი სამუშაო დღე და ჩავინიშნეთ საშინაო დავალებები.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий