კიდევ ერთი საინტერესო და დატვირთული დღე..... მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, ამ დღეს განხილული საკითხები იმდენად მრავლისმომცემი აღმოჩნდა, რომ არ მოვდუნებულვართ და მაქსიმალურად შევძელით ჩვენი ტრენერის მიერ ამომწურავად გადმოცემული ინფორმაციის აღქმა და გაგება....
მეორე სამუშაო დღე დავიწყეთ წინა დღის მიმოხილვით. ძალიან საინტერესო იყო კოლეგების მიერ შერჩეული სასწავლო პროექტების თემატიკის წარდგენა, რომლებიც მართლაც ორიგინალური იყო და ცოტა არ იყოს დამაფიქრა კიდეც ჩემს საპროექტო თემაზე.... ამის შემდგომ გადავედით პირველი მოდულის მე-4 აქტივობა ძალიან მომეწონა ბუკლეტების გამოყენება პროექტული სწავლების დროს. გავეცანით ბუკლეტის შაბლონს, რომელიც ნამდვილად დამეხმარება იმაში, რომ პროექტზე მუშაობისას დავიხმარო და თავად შევქმნა ბუკლეტები, რომელიც უფრო დახვეწს და საინტერესოს გახდის პროექტზე მუშაობას. გამორჩეულად აღფრთოვანებული დავრჩი საშუალო საფეხურის ერთ-ერთი პროექტით ,,რომეო და ჯულიეტა". თავად პროექტის გეგმა, რომელიც ძალიან კარგი ,,გზამკვლევი" იქნება ჩემთვის და ჩემი კოლეებისთვის, ასევე უამრავი რესურსი, რომელიც ამ დღეს მოვიძიეთ რესურსების პორტფოლიოში, ნამდვილად დაგვეხმარება იმაში, რომ სამომავლოდ ჩვენს მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები იქნება უფრო ამომწურავი და საინტერესო.... მართლაც ბევრი ახალი ცოდნა შევიძინე, თუმც რომ ჯერ ხომ ხოლოდ ორი დღე გავიდა....
Комментариев нет:
Отправить комментарий