пятница, 29 июня 2018 г.

პირველი დღის რეფლექსია

       ტრენინგის  პირველ  დღე  საინტერესო,  დატვირთული  და  მრავლის  მომცემი  იყო. ერთმანეთთან  ღია    და  ჯანსაღი  ურთიერთობების  ჩამოყალიბების  მიზნით ტრენინგი დავიწყეთ ერთმანეთის  გაცნობით.  გავეცანით  სახელმძღვანელოს  ,,viewer",  ასევე  ტრენერმა  მოკლედ,   კონკრერტულად  და  გასაგებად    აგვიხსნა  თუ  რა  მოდულებზე  მოგვიწევდა  მუშაობა  ტრენინგის  განმავლობაში.  პირველ  დღეს  გავიარეთ  პირველი  მოდულის  სამი  აქტივობა. გავეცანით რამდენიმე  რესურსს.  ჩემთვის  საინტერესო  აღმოჩნდა  პორტფოლიოს  ჩეკლისტი.  კარგი  იქნებოდა  მის  შესახებ  ადრეც  მქონოდა  ინფორმაცია,  რადგან  ეფექტურად  გამოვიყენებდი  პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევის  პროცესში. თუმცა სამომავლოდ  მას  ძალიან  კარგად  გამოვიყენებ  არა  მარტო  სასწავლო  პროექტის  დაგეგმვისას...... შევქმენით  საქაღალდეები  და  მასში შევინახეთ  რამდენიმე  მნიშვნელოვანი  რესურსი,     ძალიან  მომეწონა  სასწავლო  პროექტის  გეგმის  შაბლონი,  რომელიც  ძალიან  საინტერესოდ  და  ამომწურავად  გაგვაცნო  ჩვენმა  ტრენერმა.  გავიხსენეთ  ფოსტაში  მუშაობა  და  შევქმენით  ახალი  ბლოგი,  რომელიც  ჩემთვის  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  აქტივობა იყო,  რადგან  სამომავლოდ  თავად  შემეძლება  ბლოგის  შექმნა,  რომელშიც  ჩემს  პროფესიულ  საქმიანობას  აღცვრიცხავ..... პირველმა  დღემ მართლაც  დატვირთულად  და  საინტერესოდ  ჩაიარა.

Комментариев нет:

Отправить комментарий