კიდევ ერთი საინტერესო და დატვირთული დღე..... მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, ამ დღეს განხილული საკითხები იმდენად მრავლისმომცემი აღმოჩნდა, რომ არ მოვდუნებულვართ და მაქსიმალურად შევძელით ჩვენი ტრენერის მიერ ამომწურავად გადმოცემული ინფორმაციის აღქმა და გაგება....
მეორე სამუშაო დღე დავიწყეთ წინა დღის მიმოხილვით. ძალიან საინტერესო იყო კოლეგების მიერ შერჩეული სასწავლო პროექტების თემატიკის წარდგენა, რომლებიც მართლაც ორიგინალური იყო და ცოტა არ იყოს დამაფიქრა კიდეც ჩემს საპროექტო თემაზე.... ამის შემდგომ გადავედით პირველი მოდულის მე-4 აქტივობა ძალიან მომეწონა ბუკლეტების გამოყენება პროექტული სწავლების დროს. გავეცანით ბუკლეტის შაბლონს, რომელიც ნამდვილად დამეხმარება იმაში, რომ პროექტზე მუშაობისას დავიხმარო და თავად შევქმნა ბუკლეტები, რომელიც უფრო დახვეწს და საინტერესოს გახდის პროექტზე მუშაობას. გამორჩეულად აღფრთოვანებული დავრჩი საშუალო საფეხურის ერთ-ერთი პროექტით ,,რომეო და ჯულიეტა". თავად პროექტის გეგმა, რომელიც ძალიან კარგი ,,გზამკვლევი" იქნება ჩემთვის და ჩემი კოლეებისთვის, ასევე უამრავი რესურსი, რომელიც ამ დღეს მოვიძიეთ რესურსების პორტფოლიოში, ნამდვილად დაგვეხმარება იმაში, რომ სამომავლოდ ჩვენს მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები იქნება უფრო ამომწურავი და საინტერესო.... მართლაც ბევრი ახალი ცოდნა შევიძინე, თუმც რომ ჯერ ხომ ხოლოდ ორი დღე გავიდა....
суббота, 30 июня 2018 г.
пятница, 29 июня 2018 г.
პირველი დღის რეფლექსია
ტრენინგის პირველ დღე საინტერესო, დატვირთული და მრავლის მომცემი იყო. ერთმანეთთან ღია და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით ტრენინგი დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობით. გავეცანით სახელმძღვანელოს ,,viewer", ასევე ტრენერმა მოკლედ, კონკრერტულად და გასაგებად აგვიხსნა თუ რა მოდულებზე მოგვიწევდა მუშაობა ტრენინგის განმავლობაში. პირველ დღეს გავიარეთ პირველი მოდულის სამი აქტივობა. გავეცანით რამდენიმე რესურსს. ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა პორტფოლიოს ჩეკლისტი. კარგი იქნებოდა მის შესახებ ადრეც მქონოდა ინფორმაცია, რადგან ეფექტურად გამოვიყენებდი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პროცესში. თუმცა სამომავლოდ მას ძალიან კარგად გამოვიყენებ არა მარტო სასწავლო პროექტის დაგეგმვისას...... შევქმენით საქაღალდეები და მასში შევინახეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რესურსი, ძალიან მომეწონა სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, რომელიც ძალიან საინტერესოდ და ამომწურავად გაგვაცნო ჩვენმა ტრენერმა. გავიხსენეთ ფოსტაში მუშაობა და შევქმენით ახალი ბლოგი, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იყო, რადგან სამომავლოდ თავად შემეძლება ბლოგის შექმნა, რომელშიც ჩემს პროფესიულ საქმიანობას აღცვრიცხავ..... პირველმა დღემ მართლაც დატვირთულად და საინტერესოდ ჩაიარა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)